მთავარი,სიახლეები

იაპონიაში Japan Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

02.01.2024 • 1928
იაპონიაში Japan Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 2 იანვარს, ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში Japan Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

ავიაკომპანიის ცნობით, ბორტზე 379 მგზავრი იყო და თვითმფრინავის დატოვება მოასწრეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების გარეშე.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ გამოიწვია Japan Airlines-ის თვითმფრინავისა და იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავის შეჯახებამ.

მიმდინარეობს გამოძიება.

____________

ფოტო: EPA-EFE

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: