მთავარი,სიახლეები

30 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას იაპონიაში

02.01.2024 • 1965
30 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას იაპონიაში

იაპონიაში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც 1 იანვარს, ახალი წლის პირველ დღეს მოხდა.

იაპონური მედიის ცნობით, მაშველები ჯერ ისევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.

7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია ნგრევა და ხანძარი იშიკავას პრეფექტურის ქალაქ ვაჯიმაში, მედიის ცნობით, გზებზე ნანგრევები აფერხებს სამაშველო ოპერაციებს.

2 იანვარს, დილით, საგანგებო სამსახურმა გააუქმა გაფრთხილება მოსალოდნელ ცუნამზე, მას შემდეგ, რაც ყველაზე მაღალი ტალღა –  დაახლოებით 1.2 მეტრი – თავს დაატყდა ვაჯიმას პორტს ღამით.

იშიკავას პრეფექტურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიწისძვრის შემდეგ გაჩენილმა ხანძარმა 200-ზე მეტი შენობა გაანადგურა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ვაჯიმას აღმოსავლეთით-ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში, სიღრმე 16 კმ იყო. მსგავსი მიწისძვრა შეუძლებელს ხდის ადამიანების ფეხზე დგომას. სააგენტოს ცნობით, ასეთი მიწისძვრა იაპონიაში ბოლოს 2018 წელს დაფიქსირდა, ჰოკაიდოში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: