მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 იანვარი

02.01.2024 • 779
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 360 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 5 990 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 11 100 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 8 531 ერთეული [+49]
  • MLRS – 945 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 626 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 710 ერთეული [+53]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 710 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 365 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 1 284 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 565 თვითმფრინავი
  • 263 ვერტმფრენი
  • 10 352 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 445 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 434 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 194 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 611 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 976 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

შავ ზღვაში რუსეთის ადგილი არ არის – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: