მთავარი,სიახლეები

იაპონიაში ძლიერმა მიწისძვრამ სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია

01.01.2024 • 2672
იაპონიაში ძლიერმა მიწისძვრამ სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია

იაპონიაში ძლიერმა მიწისძვრამ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დღეს,1 იანვარს, მოსახლეობა გააფრთხილა სამიდან ხუთ მეტრამდე ტალღების საფრთხის შესახებ. ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის პირველი ტალღები უკვე დაფიქსირდა იშიკავას პრეფექტურის ქალაქ ვაჯიმას მახლობლად.

სამაშველო სამსახურებმა სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მაღალ ადგილზე გადაადგილებისკენ მოუწოდეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

მედიის ცნობით, ატომური ელექტროსადგურები არ დაზიანებულა, თუმცა ელექტროენერგიის გარეშე 36 ათასზე მეტი ოჯახი დარჩა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ტოკიოშიც, სადაც შენობებმა რყევა დაიწყო.

მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდა იყო. ტოკიოში, პრემიერ-მინისტრის ოფისში საგანგებო რეაგირების ოფისი შექმნა.

2011 წლის 11 მარტს იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ძლიერი ცუნამი გამოიწვია, რის შედეგადაც დაახლოებით 20 000 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ ასევე გამოიწვია კატასტროფა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე – ყველაზე მძიმე ატომური ავარია 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ.

______________

ფოტოზე: ბზარები ასფალტზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ქალაქ ვაჯიმაში, იშიკავას პრეფექტურაში, 2024 წლის 1 იანვარი. ფოტო: mainichi

გადაბეჭდვის წესი


ასევე: