მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი იანვარი

01.01.2024 • 824
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 360 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
  • ტანკი – 5 983 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 11 087 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 8 482 ერთეული [+18]
  • MLRS – 943 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 625 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 657 ერთეული [+66]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 709 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 330 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 1 277 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 565 თვითმფრინავი
  • 263 ვერტმფრენი
  • 10 318 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 445 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 423 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 194 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 589 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 925 სპეციალური სამხედრო მანქანა

ად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: