მთავარი,სიახლეები

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 19 საათზე დაიწყება

31.12.2023 • 1004
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 19 საათზე დაიწყება

დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები 19 საათზე დაიწყება.

განრიგის თანახმად, ჯერ გაიმართება ჯამბაზების წარმოდგენა, ცეცხლოვანი შოუ, შემდეგ კი საახალწლო კონცერტი, რომელზეც იმღერებენ:

ღამის შოუს ბენდი; ბენდი „სისაიდი“, ზვიად ბოლქვაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, სანდრო კურცხალიძე, მორის მელაძე, სულხან დევაძე, მარიტა ცეცხლაძე, ლუკა ზაქარიაძე, სალომე მირიანაშვილი, მაგდა გიორგაძე, თათია კობალაძე, ნანუკა მიქაძე, გვანცა ოსიყმაშვილი, მზიკო ფარტენაძე, ჯეკო გოგიტიძე, მერაბიკო დოლიძე, ანრი გუჩმანიძე, გიორგი ნაკაშიძე, ავთო აბესლამიძე; კახაბერი და ხანუმები.

კონცერტს დიჯეის პროგრამა დაასრულებს.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ამავე დროს, ევროპის მოედანზე გაიმართება საახალწლო ბაზრობა.

ბათუმში ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე იმოძრავებს, მგზავრობა უფასო იქნება.

ამავე თემაზე:

4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: