მთავარი,სიახლეები

დღეს ბათუმში 18 საათიდან მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

31.12.2023 • 869
დღეს ბათუმში 18 საათიდან მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 18:00 საათიდან მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს.

დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო კონცერტი 19 საათზე დაიწყება და ღამის პირველ საათამდე გასტანს.

_____________

ფოტო: ბათუმის ავტოტრანსპორტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: