მთავარი,სიახლეები

რა ქუჩებზე შეწყდება გაზი 27 დეკემბერს ბათუმში

26.12.2023 • 938
რა ქუჩებზე შეწყდება გაზი 27 დეკემბერს ბათუმში

დღეს, 26 დეკემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე 89 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანია „სოკარში“ განმარტავენ, რომ გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა და გაზის ჩართვა დაიწყება 27 დეკემბერს, 13 საათიდან.

ხვალ, 27 დეკემბერს, ბათუმში გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე მისამართზე გაითიშება გაზი.

კერძოდ:

16:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება ანდრია პირველწოდებულის #68-ში მცხოვრებ 22 აბონენტს.

15:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, ინასარიძის მეორე ჩიხის #4-ში მცხოვრებ 193 აბონენტს.

ინასარიძის #4-ში გაზი შეუწყდება 76 აბონენტს 13:00-დან 18:00 საათამდე.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება წმინდა ნინოს ქუჩაზე მცხოვრებ 42 აბონენტს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე ბათუმში, მერეთის ქუჩაზე, 109 აბონენტს შეუწყდება გაზმომარაგება.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზი შეუწყდება აეროპორტის გზატკეცილის #8-ში მცხოვრებ 31 აბონენტსაც.

27 დეკემბერს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზი პუშკინის ქუჩის #156 გაზი გაეთიშება 55 აბონენტს.

კომპანია „სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: