მთავარი,სიახლეები

25 და 31 დეკემბერს ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 18 საათიდან უფასო იქნება

25.12.2023 • 1825
25 და 31 დეკემბერს ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 18 საათიდან უფასო იქნება

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, საახალწლო დღეებთან დაკავშირებით 25 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები 01:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს – 02:00 საათამდე იმოძრავებს.

ასევე, 25 დეკემბერსა და 31 დეკემბერს მუნიციპალური ტრანსპორტი 18:00 საათიდან მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

დღეს, 25 დეკემბერს, 20 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეს აანთებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: