მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში ქარმა 40-ზე მეტი ხე მოგლიჯა – მერია

24.12.2023 • 3769
ბათუმში ქარმა 40-ზე მეტი ხე მოგლიჯა – მერია

ბათუმში წუხელ ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია. წაქცეული ხეები დაეცა ავტომანქანებსაც.

ქალაქის მერიის ინფორმაციით „ძლიერი ქარის შედეგად 40-ზე მეტი ხე-მცენარე დაზიანდა“.

ამასთან, მერიის ინფორმაციით დაზიანდა „ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მუნიციპალური ავტობუსის მოსაზდელები.“

ძლიერი ქარით გამოწვეული ზიანი ჯერ დაზუსტებული არ არის.  ქალაქში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

ძლიერი ქარი ბათუმში / 24.12.2023 / ფოტო: მერია

ძლიერი ქარი ბათუმში / 24.12.2023 / ფოტო: მერია

ძლიერი ქარი ბათუმში / 24.12.2023 / ფოტო: მერია

ძლიერი ქარი ბათუმში / 24.12.2023 / ფოტო: მერია

ძლიერი ქარი ბათუმში / 24.12.2023 / ფოტო: მერია

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 26 დეკემბერს დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა; 27 დეკემბერს კი, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/509933/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: