ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მახინჯაურში მანქანის მისაბმელს ხე დაეცა | ფოტო

24.12.2023 • 8764
მახინჯაურში მანქანის მისაბმელს ხე დაეცა | ფოტო

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, 24 დეკემბერს მრავალწლოვანი ხე წაიქცა, რომელიც მანქანის მისაბმელს დაეცა.

წუხელ ბათუმში ძლიერი ქარი იყო.

ბათუმი, მახინჯაურში ქარმა ხე წააქცია, რომელიც მისაბმელლს დაეცა / 24.12.2023

ბათუმი, მახინჯაურში ქარმა ხე წააქცია, რომელიც მისაბმელლს დაეცა / 24.12.2023

ბათუმი, მახინჯაურში ქარმა ხე წააქცია, რომელიც მისაბმელლს დაეცა / 24.12.2023

„მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი, რის გამოც მატარებლის რამდენიმე რეისი შეფერხებით მუშაობს“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს:

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის მოსაცდელები დაზიანდა.

ბათუმი / 24.12.2023

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 დეკემბრის 21 საათიდან 25 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით კი ზოგან 20-25 მ/წმ-ში.

ამავე თემაზე:

წუხელ ქარმა სახურავი გადახადა ბსუ-ს სასწავლო კორპუსს:

ქარმა ბსუ-ს სასწავლო კორპუსს სახურავი გადახადა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: