მთავარი,სიახლეები

მოსკოვიდან ბათუმში მომავალი თვითმფრინავი უკან გააბრუნეს – მიზეზი გაუმართაობაა

10.11.2023 • 4262
მოსკოვიდან ბათუმში მომავალი თვითმფრინავი უკან გააბრუნეს – მიზეზი გაუმართაობაა

მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, დღეს, 10 ნოემბერს, 4 საათით დაგვიანებით ჩამოფრინდება. შესაბამისად, ასევე დაგვიანებით შეასრულებს რეისს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით.

კომპანია TAV Georgia-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თვითმფრინავი 12:30-ის ნაცვლად ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 16:30 საათზე უნდა ჩამოფრინდეს. დაგვიანების მიზეზებზე კომპანიაში არ საუბრობენ.

რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსული ავიაკომპანიის – Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს მოსკოვი-ბათუმი, აფრენიდან გარკვეული დროის შემდეგ უკან, დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნდა. მათი ცნობით, ამის მიზეზად გარკვეული დეტალის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 16:10 საათზე დაჯდა:

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: