რეკლამა,სიახლეები

გაიცანი შენი ფარმაცევტი – ელისო კვანტალიანი

10.11.2023 • 1879
გაიცანი შენი ფარმაცევტი – ელისო კვანტალიანი

ელისო კვანტალიანი უკვე 9 წელია ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ამ დროის განმავლობაში მან ფარმაცევტული ცოდნისა და გამოცდილების წყალობით უამრავი ადამიანის ნდობა მოიპოვა. ელისოს ზუგდიდში, რუსთაველის  N92-ში  მდებარე პსპ-ს აფთიაქში შევხვდით და ფარმაცევტის პროფესიაზე ვესაუბრეთ. 

ელისო, მოგვიყევით თქვენ შესახებ. ვინ ხართ და რა განათლება გაქვთ ?

მე ვარ ელისო კვანტალიანი, პსპს-ს აფთიაქის მენეჯერი ზუგდიდში,  პროფესიით ფარმაცევტი და  ორი ბავშვის დედა. 

როგორ მოხვდით პსს-ში და რამდენი წელია, რაც აქ მუშაობთ? ამჟამად თქვენი საქმე რა არის?

რთულია ცხოვრებაში იპოვო ადგილი, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობ. ამ მხრივ მე გამიმართლა და 2014 წლიდან პსპ-ში ვმუშაობ. მანამდე საბავშვო ბაღში ვმუშაობდი და პატარებზე ვზრუნავდი.

ამჟამად მენეჯერი ვარ და ჩემს საუკეთესო გუნდთან ერთად ვემსახურები ადამიანებს და მუდმივად ვცდილობ სიახლეების სწავლასა და განვითარებას, რაშიც კომპანია ძალიან გვეხმარება.

რამდენად მნიშვნელოვანია ფარმაცევტის კომპეტენცია? თუნდაც იმიტომ, რომ თუ აფთიაქში ადამიანი ცუდად გახდება, დაეხმაროთ. გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

ფარმაცევტის კომპეტენცია უმნიშვნელოვანესია ადამიანების დახმარების კუთხით. ეს ასევე,   დიდ  როლს ასრულებს კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. 

ფარმაცევტი პასუხისმგებლობას იღებს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. სწორედ მათი პროფესიონალიზმის წყალობით,  არაერთი ადამიანი გადარჩენილა და ჩვენს ფილიალშიც უამრავი ასეთი შემთხვევა გვქონია.

რას ნიშნავს თქვენთვის პსპ?

ჩემთვის პსპ ნიშნავს ვითარდებოდე და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდე მწვერვალებისკენ. ეს ნიშნავს იყო დიდი ოჯახის წევრი, სადაც ყველა საზოგადოების და ერთმანეთის დახმარებაზეა ორიენტირებული.  იყო პსპ-ლი ნიშნავს გქონდეს უმნიშვნელოვანესი წვლილი ადამიანების ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში. 

რა არის მთავარი ფარმაცევტისა და მომხმარებლების ურთიერთობაში?

უპირველეს ყოვლისა, ფარმაცევტი მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ის პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის საქმეს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შეცდომის დაშვების ალბათობა. 

ფარმაცევტსა და მომხმარებელს შორის აუცილებელია ნდობისა და ერთგულების ჩამოყალიბება, რაც მეტწილად ფარმაცევტზეა დამოკიდებული. ნდობა და პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ერთგული მომხმარებლების რაოდენობას. ასეთი მომხმარებლები გვაძლევენ ძალას, ენერგიას და ხალისს დაუღალავად ვემსახუროთ ადამიანებს.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა პსპ?

პსპ არის საიმედო კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. პსპ არის ლიდერი კომპანია და ჩვენი კონსულტანტები,  ფარმაცევტები და მენეჯერები მუდამ მზად არიან გულისხმიერად მოგემსახურონ.

აფთიაქში გვაქვს მედიკამენტების, ბავშვთა მოვლის, ასევე თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი.  ძალიან ხშირად არის აქციები და გვაქვს გარანტირებულად დაბალი ფასები. ზოგადად, თვითონ მომხმარებლები აღნიშნავენ ჩვენთან საუბარში, რომ სხვა აფთიაქებთან შედარებით დაბალი ფასები გვაქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: