მთავარი,სიახლეები

რუსი ბლოგერები ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინელების გამოჩენაზე წერენ – ISW

08.11.2023 • 736
რუსი ბლოგერები ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინელების გამოჩენაზე წერენ – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW 7 ნოემბრის რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვაში, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა გადაისროლეს შეზღუდული რაოდენობის ჯავშანტექნიკა ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე და განაგრძობენ უფრო დიდ სახმელეთო ოპერაციას დაახლოებით ბატალიონის ზომის მსუბუქ ქვეითთა ​​დაჯგუფებით.

ISW-ი ეყრდნობა რუს სამხედრო ბლოგერებს, რომელთაც გაავრცელეს ინფორმაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. რუსი სამხედრო ბლოგერების თქმით, აღმოსავლეთ სანაპიროზე მოქმედებს 300-კაციანი უკრაინული სამხედრო დანაყოფი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ცნობები ბატალიონის ზომის უკრაინული ძალების შესახებ აღმოსავლეთ სანაპიროზე მიუთითებს, რომ რუსეთის მცდელობამ – დაეკეტა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო, ხელი არ შეუშალა უკრაინულ ძალებს დამატებითი პერსონალის გადაყვანაში მდინარის მეორე ნაპირზე.

ასევე, ანალიტიკოსები ანგარიშში აღნიშნავენ, რომ უკრაინულმა ძალებმა ჩაატარეს კონტრშეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში.

ISW-ი წერს, რომ ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი რუსი სამხედრო ბლოგერებიც კი ბოლო ხანს წერენ, რომ რუსეთს დასჭირდება „უზარმაზარი საბრძოლო პოტენციალი“ და შესაძლებლობების „ზუსტი გაანგარიშება“ უკრაინის დასამარცხებლად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: