მთავარი,სიახლეები

9 ნოემბერს გაზი თითქმის მთელ ბათუმში გაითიშება – „სოკარი“

08.11.2023 • 3871
9 ნოემბერს გაზი თითქმის მთელ ბათუმში გაითიშება – „სოკარი“

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს 06:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტს გაზის მიწოდება თითქმის სრულად შეუწყდება. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაზი ბათუმში მხოლოდ აბონენტების მცირე ნაწილთან არ შეწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 10 ნოემბერს 13:00 საათიდან და სრულად აღდგება 11 ნოემბრის დღის ბოლომდე.

ასევე,  9 ნოემბრის 06:00 საათიდან 10 ნოემბრის 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენტებს.

გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: