მთავარი,სიახლეები

კვირას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენაა – დასწრება უფასოა

08.11.2023 • 5247
კვირას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენაა – დასწრება უფასოა

კვირას, 12 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენა გაიმართება.

გამოფენა 12 საათზე გაიხსნება და მთელის დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოფენა გაიმართება ბოტანიკური ბაღის ჩაქვის მხარეს მდებარე შესასვლელთან ახლოს, ზღვისპირა პარკში. მთელი დღის განმავლობაში ბაღში შესვლა უფასო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

როგორც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გვითხრეს, ტრადიციულ ხილის გამოფენაზე წელს წარმოდგენილი იქნება ბოტანიკურ ბაღში მოყვანილი სხვადასხვა სახეობის ციტრუსი, კენკროვნები, ბაღის ფიტო-გეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტიკური ხილი და კაკლოვნები.

გარდა ამისა, გამოფენაზე საკუთარ კუთხეს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტები, სხვადასხვა კომპანიები და კერძო მეწარმეები. მათ მიერ წარმოდგენილ გამოფენა-გაყიდვაზე შეგეძლებათ სხვადასხვა ხილის, ხილის ჩიფსების, თაფლის, ხილთან ერთად წარმოდგენილი ყველის, ხილის ჩაის და სხვა ნუგბარის შეძენა და დაგემოვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მანდარინის წვენში ამოვლებული ჩურჩხელა და მისი მომზადების მასტერკლასი.

ამავე დროს, გამოფენაზე ბათუმის თოჯინების თეატრის მეთოჯინეები ხილისგან დაამზადებენ თოჯინებს.

_____________________

ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: