მთავარი,სიახლეები

„დაისაჯონ მკვლელები“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

07.11.2023 • 586
„დაისაჯონ მკვლელები“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 7 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

„არა რუსეთს, დაისაჯონ მკვლელები“ – ამ მოთხოვნით მოქალაქეები რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გააპროტესტებენ.

აქციაზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე არ იქნება მიკროფონი და სიტყვით გამოსვლები. ორგანიზატორები მოქალაქეებს სთხოვენ აქციაზე მიიტანონ სანთლები და საქართველოს დროშები.

გუშინ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ კირბალში, რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო კიდევ ერთი პირი, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა სოფელ კირბალთან ახლოს მდებარე ლომისის ეკლესიასთან. ეს ტაძარი ოკუპირებულ ტერიტორიებში ექცევა და რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს მასთან მიახლოებას უკრძალავენ.

მიმდინარე წლის ზაფხულში ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აჭედილი კარი ჩამოხსნა. მოკლული და გატაცებული, სავარაუდოდ, ეკლესიაში მოსალოცად მიდიოდნენ.

ამაზე თემაზე:

ახალი დეტალები კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე • Netgazeti.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: