მთავარი,სიახლეები

მედიის როლი მიგრაციის საკითხების გაშუქებაში – დისკუსია

06.11.2023 • 729
მედიის როლი მიგრაციის საკითხების გაშუქებაში – დისკუსია

რა როლი აქვს მიგრაციის საკითხების გაშუქებაში მედიას? – ამ თემაზე ბათუმში დისკუსია გაიმართება. დისკუსიას „ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი გაუძღვება.

შეხვედრა „ბათუმელების“ ოფისში 7 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.

დისკუსიაზე მოწვეულნი არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მრავალწლიანი ემიგრაცია და საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.

დისკუსიაზე განხილული იქნება, თუ რა გავლენას ახდენს მედიის მიერ გაშუქება საზღვარგარეთ წასვლის მსურველებზე და როგორ აისახება უკვე ემიგრაციაში მყოფებზე. 

თუ როგორ შეუწყო მედიამ ხელი, ხილული გაეხადა ათასობით ემიგრანტის უხილავი შრომა, რომელთა ფულად გზავნილებზეც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი მოდის.

შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის: „მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ“ ფარგლებში იმართება და დასწრება თავისუფალია.

მისამართი: მემედ აბაშიძის 48,  ბათუმი, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქცია, მეორე სართული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: