მთავარი,სიახლეები

უკრაინელ ძალებს წინსვლა აქვთ ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე – ISW

06.11.2023 • 656
უკრაინელ ძალებს წინსვლა აქვთ ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინელმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მახლობლად და მიაღწიეს დადასტურებულ მიღწევებს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე 5 ნოემბერს.

ISW-ი ანგარიშში მიუთითებს უკრაინის გენერალური შტაბის ცნობებზე იმის შესახებ, რომ უკრაინის ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის სამხრეთით და მელიტოპოლში – დასავლეთით.

გეოლაკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინულ ძალებს აქვთ შეზღუდული წინსვლა ვერბოვეს დასავლეთით – 10 კმ აღმოსავლეთით რობოტინიდან დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში,  ასევე, ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე პიდშტეპნესთან [ქალაქ ხერსონიდან 12 კმ აღმოსავლეთით და მდინარე დნიპროდან 3 კმ] და კრინკიში – ხერსონის ქალაქიდან აღმოსავლეთით 30 კმ-სა და მდინარე დნიპროდან 2 კმ-ში – წერს ISW-ი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: