მთავარი,სიახლეები

„ქეა კავკასიას“ ტრენინგები ბათუმში უკრაინელი ლტოლვილებისთვის

05.11.2023 • 856
„ქეა კავკასიას“ ტრენინგები ბათუმში უკრაინელი ლტოლვილებისთვის

„ქეა კავკასიამ“ ბათუმში 3-5 ნოემბერს ტრენინგების სერია გამართა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი ბიზნესის მფლობელების გაძლიერებას საქართველოში.

ტრენინგები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბუღალტერია, გადასახადები, ბიზნესის დაგეგმვა, იურიდიული ასპექტები, მარკეტინგი და სოციალური მედია მცირე ბიზნესისთვის.

სესიები მორგებულია უკრაინელ მეწარმეებზე,  რაღა მათ მიიღონ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მცირე ბიზნესის წარმატებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად.

„ქეა კავკასია“ აღნიშნავს, რომ მცირე ბიზნესები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, თუმცა, ისინი ხშირად აწყდებიან ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ფინანსების მართვა, სამართლებრივი საკითხების ცოდნა, ბაზრის ცოდნა და პროდუქტის/სერვისის გაყიდვა.

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაიწყო „ქეა კავკასიამ“ ტრენინგების სერია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რაც დაეხმარებათ მათ, ეფექტურად მართონ თავიანთი ბიზნესები უცხო ქვეყანაში.

„ქეა კავკასიას“ ტრენინგი ბათუმში

ტრენინგების სერია წარმოადგენს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართო მასშტაბიანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ქეა კავკასიასთან თანამშრომლობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: