მთავარი,სიახლეები

კადიროვმა 15 წლის შვილი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა

05.11.2023 • 11658
კადიროვმა 15 წლის შვილი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რამზან კადიროვმა ტელეგრამზე 25 სექტემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი შვილი, ადამ კადიროვი, ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად სცემს და დაწერა, რომ ამაყობს საკუთარი შვილით.  ამ ვიდეოს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა, ევა მერკაჩევამ „დანაშაულის ვიდეომტკიცებულება“ უწოდა და განაცხადა, რომ ადამ კადიროვი, რუსული კანონმდებლობის თანახმად, უნდა დააკავონ.

ამის შემდეგ, 6 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ რამზან კადიროვმა შვილს მიანიჭა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება. „რია ნოვისტის“ ცნობით, რამზან კადიროვმა შვილს უწოდა „კომპეტენტური, განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდა, რომელიც პატარა ასაკიდან ავლენდა ლიდერის თვისებებს და ისწრაფოდა თვითგანვითარებისაკენ“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: