სიახლეები

2 ქართველი მეზღვაურის დაღუპვას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს

04.11.2023 • 5841
2 ქართველი მეზღვაურის დაღუპვას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას,  ქართველი მეზღვაური დაზიანდა. სააგენტოს ინფორმაციით ნავსადგურთან მიმდინარეობდა გემის სარემონტო სამუშაოები.

„მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, “General Hospital of Ioannina G. Hatzikosta” – ში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “

სააგენტოს განმარტებით 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.

აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს.

ვითარების ადგილზე გასაცნობად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ.

გადაბეჭდვის წესი