მთავარი,სიახლეები

სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღს ითხოვენ – პეტიცია

14.10.2023 • 1029
სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღს ითხოვენ – პეტიცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში მოქალაქეები  საბავშვო მშენებლობას  პეტიციით ითხოვენ. პეტიციის მომზადებაში მათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაეხმარა.

ორგანიზაციის ინფორმაციით სოფელში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს, ამიტომაც ადგილობრივებს შვილების წაყვანა მეზობელ  სოფელში [სოფელ ქობულეთი] უწევთ, რაც ყველა ოჯახს არ შეუძლია, ამიტომ ბაღის არსებობა სოფელში სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტმა შესაბამისი პროექტის მომზადების შემდეგ ფინანსური რესურსი გამოყოს სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ან არსებულ ადმინისტრაციულ შენობაში საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.“ – ნათქვამია პეტიციაში.

გარდა ამისა, ჭახათის თემის მოსახლეობა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი შუამდგომლობით, თემისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ჭახათის თემის სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს პეტიციით ითხოვენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: