მთავარი,სიახლეები

„ღვინის დღეები“ ბათუმში – კოლონადებთან ნანი ბრეგვაძე იმღერებს

07.10.2023 • 1053
„ღვინის დღეები“ ბათუმში – კოლონადებთან ნანი ბრეგვაძე იმღერებს

დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში ღვინის ფესტივალი  იმართება „ღვინის დღეების“ ფარგლებში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

ფესტივალი ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

გაიმართება ღვინის გამოფენა-გაყიდვა და შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაციაც.

კვების სივრცეში მზარეული მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს. მომზადდება ფელამუში და ჩურჩხელა, საბავშვო სივრცეში კი ბავშვებს შეეძლებათ ძერწვა, თიხის მოხატვა.

საღამოს 19:00-21:00 საათზე, კოლონადების მიმდებარედ დაგეგმილია კონცერტი, სადაც მომღერალი ნანი ბრეგვაძე იმღერებს. კონცერტზე მოწვეული არიან სხვა შემსრულებლებიც.

„ღვინის დღეები“ 7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: