განათლება,მთავარი,სიახლეები

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური გახდა

05.10.2023 • 5643
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური გახდა

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი გამოვლინდა.

წლის მასწავლებლად ნინო ფსუტური დასახელდა, რომელიც გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 15 ათასი ლარით დაჯილდოვდება. მას ასევე შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსშიც.

ნინო ფსუტური მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა

ფულადი პრიზი – 5-5 ათასი ლარი გადაეცემათ ხუთეულში მოხვედრილ პედაგოგებსაც. ხოლო ათეულის წევრი პედაგოგები 2-2 ათასი ლარით დაჯილდოვნებიან.

ეროვნული ჯილდოს ფინალში წელს წარდგენილნი იყვნენ:

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალატეტიდან, შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. პირველი ფინალისტი, ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.

ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“ დააფუძნა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგებმა, უკრაინელი კოლეგების სოლიდარობის მიზნით ვიდეორგოლიც ჩაწერეს, სადაც ისინი გმობენ რუსულ აგრესიას და უკრაინას მშვიდობას და გამარჯვებას უსურვებენ.

ეროვნულ ჯილდოს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და ილიას უნივერსიტეტი უწევს ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე ჰყავს სხვა შემომწირველებიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: