მთავარი,სიახლეები

სტამბოლში იხსნება პირველი მართლმადიდებლური ეკლესია რესპუბლიკის ისტორიაში

05.10.2023 • 5831
სტამბოლში იხსნება პირველი მართლმადიდებლური ეკლესია რესპუბლიკის ისტორიაში

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ევროპულ ნაწილში, 8 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია იხსნება.

„ამ მოვლენას ისტორიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ მთლიანად თურქეთისთვის, რადგან ესაა პირველი ეკლესიის ნულიდან აშენების ფაქტი თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე“ – წერს თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“.

ეკლესიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო ასირიელი მართლმადიდებელი ქრისტიანების მოთხოვნით. ტაძარი 750 მორწმუნეზეა გათვლილი და მისი აგება დაახლოებით 4 მლნ დოლარი დაჯდა. ეკლესია საზოგადოების შემოწირულებებით აშენდა.

ეკლესია 2023 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო, თუმცა ღონისძიება გადაიდო თურქეთის პროვინციებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.

____________

ფოტო: „ანადოლუ“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: