მთავარი,სიახლეები

„უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე“ – საგანგებო სიტუაციების სამსახური

09.09.2023 • 1033
„უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე“ – საგანგებო სიტუაციების სამსახური

„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები,“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დღეს, 9 სექტემბერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

8 სექტემბერს გურიაში სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი. დაიმეწყრა ქობულეთის სოფლებიც – აქ 4 ოჯახი გაასახლეს. 112 მოქალაქეებს სიფრთხილსკენ მოუწოდებს 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გამო.

თემურ მღებრიშვილის თქმით, მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. „მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუკი დადგება, მზადყოფნაში ვართ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: