მთავარი,სიახლეები

აშშ, სავარაუდოდ, მიაწოდებს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემებს – მედია

09.09.2023 • 769
აშშ, სავარაუდოდ, მიაწოდებს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემებს – მედია

შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინას მიაწოდოს ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, რაც მას საშუალებას მისცემს დაარტყას რუსეთის ჯარებს, ფრონტის ხაზის უკან, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში.

ამის შესახებ ამერიკული ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

„ისინი გზაშია”, – თქვა ტელეკომპანიასთან ინფორმირებულმა წყარომ, თუმცა დასძინა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების გეგმები შესაძლოა შეიცვალოს ოფიციალურ განცხადებამდე. მეორე ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ რაკეტების გადაცემის საკითხი „განიხილება” და რომ ATACMS-ის სისტემები, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მომავალ პაკეტში მოხვდება, თუმცა, რაკეტების მიღებამდე შეიძლება თვეები გავიდეს.

ადრე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, მიუხედავად კიევის მოთხოვნისა, უარი თქვა ATACMS სისტემების უკრაინაში გადაცემაზე, რომელთა სროლის დიაპაზონი, მოდიფიკაციის მიხედვით, შეიძლება აღემატებოდეს 300 კილომეტრს.

თუმცა, როგორც  ABC News-ი  წერს, უკრაინის კონტრშეტევის ფონზე ვაშინგტონში გაიზარდა პოლიტიკური ზეწოლა სამხედრო დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით, ბრძოლის ველზე მეტი პროგრესის დანახვის სურვილით.

_________________

ფოტო: ვიკიპედია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: