მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელვაჩაურის მერიის შენობის ფასადის სარემონტოდ 1 მილიონი ლარი დაიხარჯება

07.09.2023 • 1255
ხელვაჩაურის მერიის შენობის ფასადის სარემონტოდ 1 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული შენობის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს, რაშიც 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა 23-ში მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადის რეაბილიტაცია მრავალწილიანი [2023-2024 წლები] შესყიდვაა და ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 232 293 ლარით გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ტენდერში აღნიშნულია, რომ სამუშაოების ასანაზღაურებლად ხელვაჩაურის სამმართველოს 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია – 200 000 ლარი, ხოლო 2024 წელს გასათვალისწინებელი თანხაა – 1 032 293 ლარი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადი მოპირკეთდება ალუმინის კომპოზიტური პანელით [ალუკაბონდი] / რენდერი პროექტიდან

ტენდერის პირობის მიხედვით, „სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში:

  • I ეტაპი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. არანაკლებ 200 000 ლარის სამუშაოების შესრულება;

გამარჯვებული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას 2024 წელს (2024 წელს ასათვისებელი თანხის შესაბამისად) შეასრულოს სამუშაოები შემდეგი ეტაპების მიხედვით:

  • I ეტაპი – 50 დღის ჩათვლით. 2024 წელს გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 30%-ის სამუშაოები;
  • II ეტაპი – 40 დღის ჩათვლით. არანაკლებ 30%-ის სამუშაოები;
  • III ეტაპი – 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით. თანხის არანაკლებ 40%-ის სამუშაოები.“

„თუ კონკრეტული ეტაპის შესრულების დროს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება გადააჭარბებს ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებას, აღნიშნული თანხა გამარჯვებულ ორგანიზაციას ჩაეთვლება მომდევნო ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებაში.

ეტაპების გეგმა-გრაფიკი გამარჯვებულ კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დაკორექტირდეს ხელშეკრულების დადების მომენტისათვის. ყოველი მომდევნი ეტაპის ვადის ათვლა იწყება წინა ეტაპის ვადის დასრულების მომდევნო დღიდან“, – აღნიშნულია პირობაში.

რაც შეეხება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, მას „2020 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო-სარემონტო, სარეაბილიტაციო (არ შედის გზების, ხიდების და სხვა მსგავსი ნაგებობების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც არ წარმოადგენენ შენობებს) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 250 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მთლიანად დასრულებული სამუშაოები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი ხელშეკრულებით და რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა დრეს და ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ჩამონათვალი / ფოტოები ტენდერიდან

ამავე თემაზე:

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: