მთავარი,სიახლეები

ბათუმში 10 წლის ბავშვს მაშხალა აუფეთქდა და მძიმედ დაზიანდა

07.09.2023 • 2366
ბათუმში 10 წლის ბავშვს მაშხალა აუფეთქდა და მძიმედ დაზიანდა

ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა. დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა უთხრა, ბავშვმა გადაგდებული მაშხალა იპოვა და ანთების დროს აუფეთქდა ხელში.

აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია.

დღეს 10 წლის ბავშვს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ.

დაშავებული ბავშვი თბილისშია გადაყვანილი.

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ყოველწლიურად ათობით ადამიანი ზიანდება.

შარშან თავად ბავშვებმა მიმართეს პეტიციით აჭარის უმაღლეს საბჭოს პიროტექნიკის აკრძალვაზე.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/457148/

___

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/320657/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: