ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საქართველოში წითელთავა ყვინთია იხვსა და ჩვეულებრივ გვრიტზე ნადირობა აიკრძალა

14.08.2023 • 2992
საქართველოში წითელთავა ყვინთია იხვსა და ჩვეულებრივ გვრიტზე ნადირობა აიკრძალა

ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს, წინა სეზონებისგან განსხვავებით, 1 კვირით ადრე დაიწყება. ამასთან, არის ახალი აკრძალვები და ლიმიტები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, საქართველოში, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2023 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 2024 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.

წელს აკრძალულია წითელთავა ყვინთიასა [Aythya ferina] და ჩვეულებრივი გვრიტზე [Streptopelia turtur] ნადირობა. ამასთან, დაიშვა ნადირობა საყელოიან გვრიტზე [Streptopelia decaocto].

სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება „ფრინველთა პოპულაციების დაცვის მიზნით“ იქნა მიღებული.

ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ფრინველების ჩამონათვალი [განახლებული სია]:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში ყოველი წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს იწყებოდა და მომდევნო წლის მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა 2023 წელს ნადირობის სეზონი აგვისტოს მესამე შაბათს [19 აგვისტოს] დაიწყება.

ცვლილება კანონში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით შევიდა, სადაც აღნიშნულია, რომ

„პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე, განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით, ნადირობის ადგილების მიხედვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე“

საქართველოში ნადირობა აკრძალულია: 

[crosslist]

  • საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე; ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე.
  • ყველა სხვა იარაღით, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

[/crosslist]

[checklist]

  • ნადირობა შესაძლებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

[/checklist]

განახლება: გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსხვავებულია ნადირობის ვადა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, კერძოდ:

  • ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ზემოაღნიშნულ ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონი დაიწყება აგვისტოს მეოთხე შაბათს – 26 აგვისტოს;
  • საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამავე სახეობების გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაიწყება  აგვისტოს მესამე  შაბათს – 19 აგვისტოს.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. სახაზინო კოდების სანახავად კი, გადადით ამ ბმულზე

[რაც შეეხება ხოხობს და კაკაბს, სამინისტროს ინფორმაციით, „მათზე ნადირობა მხოლოდ სამონადირეო ტერიტორიებზეა დაშვებული სპეციალური წესით და არა ფართოდ.“]

მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა ასევე ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალში, ნადირობის ვადებსა და დღიურ ლიმიტებში ნადირობის ადგილების მიხედვით:

ფოტოზე: წითელთავა ყვინთია [Aythya ferina] და ჩვეულებრივი გვრიტი [Streptopelia turtur]. ფოტო: ebird.org

ნახეთ ანალოგიური ინფორმაცია გასული სანადირო სეზონის წინ:

სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: