მთავარი,რეკლამა,სიახლეები

სასწავლებელი „გოლდენ სიი“ სტუდენტთა დასაქმების პროგრამას ორი წელია ახორციელებს

14.08.2023 • 1234
სასწავლებელი „გოლდენ სიი“ სტუდენტთა დასაქმების პროგრამას ორი წელია ახორციელებს

შავი ზღვის საერთაშორისო სასწავლებელი „გოლდენ სიი“ 2 წელია აჭარის არ დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამას, რომლის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთის მხრივ სწავლის პარალელურად შრომის ბაზარზე მოთხოვნად პოზიციებზე დასაქმებისთვის საჭირო პროფესიული უნარები შეიძინონ, ხოლო მეორეს მხრივ საბაკალავრო პროგრამის მესამე და ზემოთ კურსის სტუდენტებმა, ძირითადი პროფესიის შესაბამისად პრაქტიკული უნარებს განივითარონ.

პროგრამა მოიცავს 90 საათიან კურსს, საიდანაც: 70 სთ სტუდენტები სხვადასხვა კომპანიის რეალურ სამუშაო სივრცეებში გადიან სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, შრომითი და პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით, ხოლო 20 სთ ეთმობა ზოგადი უნარების ტრენინგებს შემდეგ თემებზე:

  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები;
  • თვითპრეზენტაცია და შთაბეჭდილების მენეჯმენტი;
  • ქცევითი სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში;
  • კონფლიქტი და კონფლიქტის მართვა;
  • მოსმენის ხელოვნება და ინფორმაციის გაცემა.

მიმდინარე წელს, აღნიშნული ტრენინგები სასტუმრო „ეუფორიაში“ გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად 50 სტუდენტი გადის პრაქტიკას.

პროგრამის ბენეფიციარებმა, სამუშაოზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი/პრაქტიკა გაიარეს შემდეგი მიმართულებებით: ფსიქოლოგია, ადამიანური რესურსების მართვა – HR, ბუღალტერია, სარეაბილიტაციო მასაჟი, სასტუმროს მიღება-განთავსება, მიმტანი, ცივი აპეტაიზერის მზარეული, ბართენდერის დამხმარე, ციფრული ტექნოლოგიები, მშენებლობა, სამართალმცოდნეობა

პროგრამის ძირითადი პარტნიორი იყო სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ იგივე „მეტრო ჰოლდინგი“ და მისი კომპანიები, სასტუმროები: „ლეგენდა“ , „ეუფორია“ , „ინტურისტი“ , „ლეგენდა ბიზნესი“, „სქაი თაუერი“, ასევე: რესტორანი „თავადური“, შპს „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“, შპს „კონსულტანტი 2022“, რეაბილიტაციის ცენტრი „ფანშეტი“, შპს „კიბერ სოლუშენი“, შპს „ლოგოსი“, შპს „ვესტ ლიფტი“, შპს „ციტრონ გრუპი“, შპს „ვინგო ჯორჯია“.

ყველა ორგანიზაციაში, პრაქტიკის პროცესს ხელმძღვანელობდა ადგილობრივი მენტორი.

პროექტის წარმატებით განხორციელებაში, განსაკუთრებული როლი შეასრულა და სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა სს „მეტრო ჰოლდინგმა“, სადაც, მიმდინარე წელს, პროგრამის ბენეფიციარი სტუდენტების 60% გადიოდა პრაქტიკას.

სასწავლებელი “გოლდენ სიის” დირექტორი - ლეილა გოგიტიძე და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მენეჯერი - ნათია აბულაძე

სასწავლებელი „გოლდენ სიის“ დირექტორი – ლეილა გოგიტიძე და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მენეჯერი – ნათია აბულაძე

თანამშრომლობისა და პროექტში შეტანილი წვლილისთვის სასწავლებელი „გოლდენ სიი“ მადლობას უხდის ქალბატონ ნათია აბულაძეს (ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მენეჯერს), რომლის უშუალო ჩართულობითა და მენტორობით გადამზადებული სტუდენტების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არამარტო დამატებითი შრომითი და პრაქტიკული უნარები შეისწავლა, არამედ ადგილზე დასაქმდნენ კიდეც სხვადასხვა დეპარტამენტში.

სასწავლებლის მენეჯმენტი ეცდება რომ ამ ტიპის პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: