მთავარი,სიახლეები

თურქეთში მარცვლეულის საწყობი აფეთქდა – არიან დაშავებულები

07.08.2023 • 1733
თურქეთში მარცვლეულის საწყობი აფეთქდა – არიან დაშავებულები

თურქეთში, კოჩაელის პროვინციაში, დერინჯის პორტში მარცვლეულის საწყობი აფეთქდა. შემთხვევა თურქეთის დროით, დაახლოებით 14:40 საათისთვის მოხდა.

მარცვლეულის საწყობის აფეთქების შედეგად დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი.

ინცინდენტის ადგილას მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ.

როგორც თურქული გამოცემები წერენ, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მთელ ქალაქში გაისმა.

ინციდენტის მიზეზებზე შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: