მთავარი,სიახლეები

პოლიციამ 9 პირი დააკავა ბათუმის ნავსადგურთან აქციაზე

31.07.2023 • 1710
პოლიციამ 9 პირი დააკავა ბათუმის ნავსადგურთან აქციაზე

ბათუმის ნავსადგურთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის 9 მონაწილე დააკავა.

„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – აცხადებს შსს.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს გვიან საღამოს დაიწყეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ წუხელ აქციის მონაწილეებს ნავსადგურთან შეკრების საშუალება არ მისცა., აცხადებენ, რომ „უსაფრთხოების“ მიზნით.

ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული.

პოლიციამ საბაგიროსთან – რუსთაველის მიმართულებით გადაკეტა ასევე გოგებაშვილის ქუჩის ერთი სავალი ნაწილი, სანაპიროს გასწვრივ. დღეს დილით კი, სავალი ნაწილის მეორე მხარე მოქალაქეებმა გადაკეტეს. პოლიციის მცდელობის მიუხედავად გაეხსნა მოძრაობა, გოგებაშვილის ქუჩა ამ დროისთვის მთლიანად გადაკეტილია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: