მთავარი,სიახლეები

ავარია ხელვაჩაურში – დაშავებული 9 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

30.07.2023 • 25632
ავარია ხელვაჩაურში – დაშავებული 9 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

ხელვაჩაურში, მახოს ხიდთან ახლოს, ბათუმი-ახალციხის გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 30 ივლისს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვანები. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, კლინიკაში სულ 9 პირი გადაიყვანეს, მათ შორის, 4 ბავშვია.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: