მთავარი,სიახლეები

სასამართლომ გამოცდების ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება – PHR

27.07.2023 • 2175
სასამართლომ გამოცდების ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ-ს, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება.

სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა. მას სტკიოდა კბილი  და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება.

მიუხედავად ამ გარემოებისა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტს უარი უთხრა განმეორებით გამოცდაზე, რის საფუძვლადაც დაეყრდნო კანონს, სადაც საპატიო მიზეზებში გათვალისწინებული სტაციონარში ყოფნა და ოჯახის წევრის გარდაცვალება.

აბიტურიენტის უფლებებს სასამართლოში PHR-ის იურისტები: ანა არგანაშვილი, სოფიკო მენაბდიშვილი, თამარ კაპანაძე და თამარ გაბოძე იცავდნენ.

PHR-ის ცნობით, მოსამართლე ციცინო როხვაძემ გადაწყვეტილება 24 საათში მიიღო.

„რომ არა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, აბიტურიენტი დაკარგავდა ერთ სასწავლო წელს. აღნიშნული გადაწყვეტილებით აბიტურიენტს მიეცემა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლოს განათლების უფლებით“ – წერს PHR.

ამავე თემაზე: 

ჩემი შვილი ავად იყო, მაგრამ განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლებას არ აძლევენ – მშობელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: