მთავარი,სიახლეები

აჭყვისთავში ძაღლების დაკბენილი ნუკრი იპოვეს

07.07.2023 • 2187
აჭყვისთავში ძაღლების დაკბენილი ნუკრი იპოვეს

ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში, დაშავებული შვლის ნუკრი იპოვეს.

მოქალაქეების თქმით, ძაღლების დაკბენილი შვლის ნუკრი შეიფარეს და ახლა მას დახმარება სჭირდება. ნუკრს უკანა ფეხები აქვს დაზიანებული და გადაადგილება უჭირს.

„ბათუმელები“ გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია, რომ დაშავებულ ნუკრს უმკურნალონ, შემდეგ კი გარემოში დააბრუნონ.

როგორც სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, ინფორმაცია უკვე გადასცეს გარემოს ზედამხედველობის სამსახურს და ჯგუფი გასულია აღნიშნულ სოფელში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: