რეკლამა,სიახლეები

5 საუკეთესო სასტუმრო ზღვისპირეთში, რომლებსაც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა ეწვიოთ

06.07.2023 • 1337
5 საუკეთესო სასტუმრო ზღვისპირეთში, რომლებსაც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა ეწვიოთ

ახლა მთელი წლის ნანატრი შვებულებისა და კუთვნილი დასვენების სეზონია. ჩვენი უმრავლესობა კი ზღვის სანაპიროზე მიიჩქარისზღვის სურნელი და მზის ჩასვლა ხომ ისაა, რაც მთელი წელი ასე გვენატრება! თუ ჯერ არ შეგირჩევიათ სასურველი ლოკაცია, ჩვენ თქვენთვის სპეციალური გზამკვლევი მოვამზადეთ. თანაც, რასაც არ უნდა გეგმავდეთბავშვებთან ერთად დასვენებას, მდიდრულ სასტუმროში სპა პროცედურებს, ქათქათა ბათუმში ფეხით სეირნობას თუ აჭარის მთებით ტკბობას, აქ მარტივად იპოვით თქვენზე მორგებულ ლოკაციას

“კოპალა” – დასვენების ყველაზე ჯანსაღი ადგილი

თუ ბავშვთან ერთად გეგმავთ ზღვისპირეთში დასვენებას, მაშინ თქვენთვის საუკეთესო არჩევანი მაგნიტური ქვიშაა. ურეკი უნიკალური კურორტიასუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ველი ხომ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვისაა აუცილებელი. თანამედროვე და კომფორტული კოპალა ურეკი კი, ორმაგ ბენეფიტს, დაისვენებასა და გაჯანსაღებას ერთდროულად გთავაზობთ. განსაკუთრებული სამკურნალო მაგნიტური ქვიშის და ზღვის დაბალი სიღრმის გამო ეს ადგილი იდეალურია ოჯახით და ბავშვებით დასვენებისათვის.

Georgia Palace Hotel & Spa – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს კომფორტი

ხოლო თუ უფრო ლაქშერი ტიპის დასვენება მოგწონთ, მაშინ Georgia Palace Hotel & Spa ნამდვილად სათქვენო ადგილია. ეს არის ქართული ბრენდის პირველი ხუთვარსკვლავიანი საკურორტო სასტუმრო, რომელიც ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე. დასვენება, ფიტნესი, სპორტული აქტივობები, სპა და გართობა იმ სერვისების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც აქ დაგხვდებათ. თუმცა კურორტის მთავარი უპირატესობა ოჯახური სულისკვეთება და სტუმრებისადმი მეგობრული დამოკიდებულებაა. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანი თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. თანაც, ხუთვარსკვლავიანი სერვისის ფონზე

“მონარქი” – სასტუმრო ბათუმის გულში 

ცხადია, ბათუმი შავიზღვისპირეთის გამორჩეული ადგილია. ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ბათუმის არქიტექტურისთვის შესაბამისი, მაგრამ მაინც განსხვავებული იერის მქონე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრომონარქიმომხმარებლებს საოცნებო დასვენებას სთავაზობს. 4500 კვ.ზე განთავსებული სასტუმროს თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი შიდა სივრცე 66 ნომერს, მიმღებს, ლობიბარს, სასადილო სივრცეს, სამრეცხაოსა და მიწისქვეშა პარკინგს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომმონარქისადგილმდებარეობა საშუალებას გაძლევთ ფეხით სულ რამდენიმე წუთში მოხვდეთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში: ბულვარი – 4 წუთი, სანაპირო – 8 წუთი, ალი და ნინო – 12 წუთი და ევროპის მოედანიმხოლოდ 2 წუთი!

მიწიერი სამოთხე კაპროვანში

თუ ეძებთ მიწიერ სამოთხეს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, ეს კაპროვანანში გელოდებათ. ესაა კიდევ ერთი განსაკუთრებული სასტუმრო შავი ზღვის მაგნიტურ სანაპიროზე. კაპროვანი სენდი მდებარეობს შეკვეთილსა და ურეკს შორის უნიკალურ ქვიშიან სანაპიროზე ულამაზეს გარემოში. დიდი და მწვანე ეზო, აუზი და გასართობი სივრცეები, გემრიელი კვება, კრიალა ნომრები, თბილი ოჯახური გარემო და მეგობრული პერსონალიამას ხომ მთელი წელი ნატრობდით! სასტუმრო მდებარეობს ფიჭვნარში შავი ზღვის მშვიდ, წყნარ და ელიტარულ სანაპირო მონაკვეთზე, პლაჟიდან სულ რაღაც 100 მეტრამდე დაშორებით

“ლიც რეზორტი” – ადგილი, სადაც მთა და ზღვა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს 

ალბათ ამ მშვენიერებაზე უკვე გსმენიათხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროლიც რეზორტიბათუმთან ახლოს, კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 სიმაღლეზე მდებარეობს. ეს 16 დონიანი შენობა იმდენად ორგანულად არის შერწყმული მთის კონტურთან, რომ შორიდან მხოლოდ თანამედროვესვანურიკოშკია შესამჩნევი. შენობა მთის კიდეზეა განლაგებული და არაჩვეულებრივ, 360° –იან ხედს იძლევა ქალაქ რიზედან (თურქეთი) ბათუმამდე, ხოლო კარგ ამინდში მთელი კავკასიონის ქედის დათვალიერებაა შესაძლებელი. აქ გელოდებათ სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები, სავარჯიშო ოთახი, საბილიარდო კლუბი, კინოთეატრი, ბავშვების გასართობი ოთახი და ყველაფერი, რაც დაუვიწყარი დასვენებისთვის არის საჭირო!

რა თქმა უნდა, შემოთავაზებული კურორტების საუკეთესო ფასად დაჯავშნას, SWOOPზე შეძლებთ. თანაც თქვენთვის განსაკუთრებული ამბავი გვაქვს: 1 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით, შეარჩიეთ თქვენი ფავორიტი სასტუმრო SWOOP-ზე, გადაიხადეთ Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით და მიიღეთ 20%-მდე დამატებითი ფასდაკლება

ზაფხულის შეუფასებელი მოგონებების შექმნა ასეთი ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა!


Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 –ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: