ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის N1 პოლიკლინიკა და სასწრაფოს შენობა წელს აღარ აშენდება

06.07.2023 • 2453
ბათუმის N1 პოლიკლინიკა და სასწრაფოს შენობა წელს აღარ აშენდება

ბათუმში, ყოფილი „რესპუბლიკურის“ ტერიტორია ახალი მშენებლობისთვის მზადაა, თუმცა სამუშაოები წელს აღარ დაიწყება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით რესპუბლიკურის ტერიტორიაზე ბათუმის „სასწრაფოს“ და პოლიკლინიკის ახალი შენობები აშენდება და პროექტს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ განახორციელებს. მშენებლობას აჭარის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.

ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ქალაქის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ახალი შენობების აშენებაზე აჭარის მთავრობამ 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ განაცხადა, რაც ბათუმის მერიის სამმართველომ ერთი დღით ადრე 6,6-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. ეს ტენდერი მერიას მხოლოდ „სასწრაფოს“ მშენებლობაზე ჰქონდა გამოცხადებული.

„აჭარის მთავრობა მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა, წელს მშენებლობა ვერ დაიწყება – სამინისტროს ჯერ არც შესაბამისი პროექტი აქვს და, აქედან გამომდინარე, არც ხარჯთაღრიცხვა.

ცალკე „სასწრაფოს“ შენობის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში კი, ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან 146 299 ლარი აქვს გადახდილი.

„რადგან პროექტი ფართოვდება [მოიცავს სასწრაფოს და პოლიკლინიკას], არსებული პროექტის ადაპტაცია მოხდება და დაემატება ახალი დეტალები. წელს იგეგმება ადაპტირება და შეძენა პროექტის. მშენებლობის ღირებულება ამის შემდეგ დაზუსტდება.“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტროდან ვერ მივიღეთ ინფორმაცია რა თანხა დაიხარჯება ახალი, „ადაპტირებული“ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში.

ბათუმის N1 პოლიკლინიკა [მარცხნივ] და ტერიტორია, სადაც „რესპუბლიკურის“ შენობა იდგა [აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა]

რესპუბლიკურის ძველი შენობა იმ კომპანიას დაანგრევინეს [„საბა კონსტრაქშენი“], რომელმაც ახალი „რესპუბლიკურის“ შენობა ააშენა.

ამ თემაზე ვრცლად:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: