მთავარი,სიახლეები

რა ქუჩებზე გაითიშება გაზი ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 ივლისს

05.07.2023 • 2353
რა ქუჩებზე გაითიშება გაზი ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 ივლისს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 7 ივლისის 12:00 საათიდან 7 ივლისის 14:00 საათამდე ბათუმის მუნიციპალიტეტში, რობაქიძის ქუჩის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება.

ასევე, 7 ივლისის 11:00 საათიდან 7 ივლისის 13:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება შანიძის 2 ჩიხსა და სიონის ქუჩის აბონენტებს, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე –  შაშიკაშვილისა და ხაბაძის ქუჩების აბონენტებს.

„სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: