მთავარი,სიახლეები

უკრაინის ძალები ცდილობენ დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამაგრებას – ბრიტანული დაზვევრვა

01.07.2023 • 1134
უკრაინის ძალები ცდილობენ დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამაგრებას – ბრიტანული დაზვევრვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, პირველ ივლისს, ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, წერს, რომ დაახლოებით 23 ივნისიდან უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, განაახლეს სამხედრო პერსონალის განლაგება დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონის ოლქში, ანტონოვსკის ხიდის მახლობლად.

დაზვერვა წერს, რომ აღმოსავლეთ სანაპიროზე ბრძოლები 27 ივნისიდან უფრო ინტენსიური გახდა.

„ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის სარდლობამ, დიდი ალბათობით, „დნეპრის“ სამხედრო დაჯგუფების ძალების ნაწილი დნეპრის ნაპირებიდან ზაპოროჟიეს სექტორში ფრონტის გასაძლიერებლად გადაიყვანა“ – მიიჩნევს ბრიტანული დაზვერვა.

დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ ანტონოვსკის ხიდთან ბრძოლას ართულებს 6 ივნისს კახოვკის კაშხლის დანგრევის შედეგები: წყალდიდობა, ნანგრევები და ტალახი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: