მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი თქვენს სამსახურში

01.07.2023 • 1223
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი თქვენს სამსახურში

აჭარის რეგიონში მდებარე ონკოლოგიაში 60-წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი „ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის სხივურ თერაპიას.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საქართველოში ერთადერთი, თანამედროვე, დახვეწილი, კლინიკურხაზოვანი ამაჩქარებლით – Halcyon by Varian-ით, რაც პაციენტების უსაფრთხო, ზუსტი და შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიაა.

Halcyon by Varian-ს აქვს ვიზუალიზაციის უახლესი სისტემა ( KV და MV CBCT), რომელიც უზრუნველყოფს დასხივების სიზუსტეს. თანამედროვე ამაჩქარებელი სრულიად მორგებულია პაციენტის კომფორტზე, პროცედურის დრო კი მინიმუმამდეა დაყვანილი. პროცედურა გრძელდება 3-7 წუთის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობაზე.

კანის მიერ შთანთქმული რადიაციის რაოდენობა უმნიშვნელოა, ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების რისკი – მინიმალური. ეფექტურად მცირე დროში  მიმდინარეობს სამიზნე უბნის მაქსიმალური დასხივება, მიმდებარე ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების სრული დაცვით.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტის გუნდი შედგება: რადიაციული ონკოლოგის, რადიაციული ტექნიკოსების, თურქეთიდან მოწვეული და ადგილობრივი სამედიცინო ფიზიკოსებისგან. თითოეულმა სპეციალისტმა გაიარა აპარატთან მუშაობის ხანგრძლივი და მაღალი ხარისხის ტრენინგი.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში სხივური თერაპიის განყოფილება ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში. პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენა ხორციელდება თურქეთიდან მოწვეული და ადგილობრივი წამყვანი სპეციალისტების მიერ, ხოლო სხივური ამაჩქარებლის Halcyon by Varian-ის უახლესი ვიზუალიზაციით მაღალი სიზუსტით ხორციელდება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.

კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტში ხელმისაწვდომია სხივური თერაპია შემდეგი სიმსივნური დაავადებების დროს:

  • თავის ტვინის სიმსივნის
  • თავ-კისრის
  • ფილტვის
  • სარძევე ჯირკვლის
  • პროსტატის
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
  • შარდ-სასქესო სისტემის

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა

მის: ბათუმი. ტბეთის ქუჩა #4

ტელ: +995 588 88 23 23

24/7 +995 514 91 27 27

http://innovative.ge/RADIOTHERAPY.html

გადაბეჭდვის წესი


ასევე: