მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

აჭარაში თვალის ბადურას მკურნალობის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება

09.06.2023 • 1311
აჭარაში თვალის ბადურას მკურნალობის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მკურნალობის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება.

აჭარაში თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით მიმდინარე წელს დაიწყო. აქამდე პროგრამის ბენეფიციარებო  სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეები იყვნენ.

კლინიკა „საგიტარიუსში“ განმარტავენ, რომ ეს მკურნალობა გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობისთვის, როგორიცაა, მაგალითად: დიაბეტური რინოპათია, ბადურის ვენის ოკლუზიები და ცისტოიდური მაკულარული შეშუპებები. მკურნალობის მიზანია მხედველობის ფუნქციის და შრომისუნარიანობის შენარჩუნება.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის ივლისიდან პროგრამით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და 200 000 -მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ყველა მოქალაქეს შეეძლება.

„მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო თვალის ბადურას ძვირადღირებული, მაღალფექტური ანგიოგენეზური მოქმედების პრეპარატების დაფინანსება. პროგრამა  საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა, შასაბამისად გათვალისწინებული იყო ვიწრო სოციალურ ჯგუფებზე. პაციენტების მომართვიანობის და მედიკამენტის მაღალეფექტურობის გათვალისწინებით, მივიღეთ მოსარგებლეთა არეალის გაფართოების გადაწყვეტილება“, – ამბობს მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე.

პროგრამის ფარგლებში პაციენტებს მედიკამენტების ღირებულება უფინანსდებათ სრულად. პროგრამა ვაუჩერული მეთოდით ხორციელდება. პაციენტს აქვს სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება. მოსარგებლე, ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის, ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: