სიახლეები

ბათუმში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

28.05.2023 • 528
ბათუმში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალს გამართავს.

  • ადგილმდებარეობა: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 53. დრო: 11:00 – 18:00

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

  • ფესტივალზე დასწრება შეუძლიათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.

„ფესტივალი ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, ინფორმაცია მიიღონ პროფესიული სასწავლებლების და მათი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს როგორც ახალგაზრდებს შორის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების პოპულარიზაცია, ასევე მისი დამატებითი ამოცანაა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარება.“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

ამასთან, ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაზე, სხვადასხვა ინტერაქციულ ფორმატში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენენ სრულყოფილ ინფორმაციას მათი პროგრამებისა და სასწავლო კურსების ფართო სპექტრის შესახებ, რაც ახალგაზრდებს საგანმანათლებლო და პროფესიული მიზნების დასახვაში დაეხმარება.

  • ფორუმს ასევე დაესწრებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოტენციური დამსაქმებლები, რომლებიც თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალზე ასევე გაიმართება სპორტული ღონისძიებები, ხოლო აქტივობების დასრულების შემდეგ ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდება ის სასწავლებელი, რომელიც შემდეგ წელს უმასპინძლებს ფესტივალს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, ალინკა კოროლევას.
მობ.: 568 884646

ღონისძიების პარტნიორია „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.
აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია არის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: