მთავარი,სიახლეები

„რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა“ – დღისით თავდასხმა კიევზე

29.05.2023 • 1168
„რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა“ – დღისით თავდასხმა კიევზე

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია წერს, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინაზე თავდასხმის ტაქტიკა და ახლა უკვე დღისითაც ახორციელებს სარაკეტო შეტევებს.

„ღამის თავდასხმიდან სულ რაღაც 6 საათის შემდეგ აგრესორმა ქვეყანამ კვლავ განახორციელა სარაკეტო შეტევა კიევზე.

ადრე მტერი იყენებდა ბალისტიკურ იარაღს. თვის დასაწყისიდან ეს უკვე მე-16 თავდასხმა იყო დედაქალაქზე.

მტერმა ტაქტიკა შეცვალა – ხანგრძლივი ღამის თავდასხმების შემდეგ, დღისით მშვიდ ქალაქს დაარტყა, როცა მოსახლეობის უმეტესობა სამსახურსა და ქუჩებში იყო. ანუ რაშისტები აშკარად აჩვენებენ, რომ მიზნად ისახავენ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას“ – წერს კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამზე.

დღეს, 29 მაისს, დაახლოებით  დღის 11 საათზე, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის დაბომბვის შედეგად, ბოლო ცნობებით, ერთი ადამიანი დაიჭრა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ ისევ ზუსტდება.

„მკაცრად დაიცავით უსაფრთხოების წესები საჰაერო განგაშის დროს“ – წერს კიევის სამხედრო ადმინისტრაცია. წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა ბალისტიკური იარაღი გამოიყენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: