მთავარი,სიახლეები

პრიგოჟინი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „ვაგნერი“ ტოვებს ბახმუტს

25.05.2023 • 1312
პრიგოჟინი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „ვაგნერი“ ტოვებს ბახმუტს

რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბახმუტიდან გადის.

ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამზე წერს.

„ბახმუტიდან გაგვყავს შენაერთები… 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა მხარეს, ზურგში გადაინაცვლებს. სამხედროებს გადავცემთ პოზიციებს: საბრძოლო მასალას, პოზიციებს – ყველაფერს, მათ შორის, მშრალ რაციონს“, – აცხადებს პრიგოჟინი და დასძენს, რომ თუ რუს სამხედროებს გაუჭირდებათ, მაშინ „ვაგნერი“ აქ დატოვებს მათ, ვინც „მთავარი როლი ითამაშა ბახმუტის აღებაში“.

უკრაინულ მხარეს პროგოჟინის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრიგოჟინი „ვაგნერის“ ბახმუტიდან გაყვანაზე საუბრობს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ 10 მაისს დატოვებდა ბახმუტს და პოზიციებს გადასცემდა კადიროველებს, თუმცა, დღეის მდგომარეობით, „ვაგნერი“ ბახმუტში რჩება.

ამავე თემაზე: 

რას წერენ ბახმუტზე უკრაინის გენშტაბი და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: