მთავარი,სიახლეები

რას წერს პროკურატურა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ პირზე

06.05.2023 • 1839
რას წერს პროკურატურა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ პირზე

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ პირს, ფსიქიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა.

„ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში  ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას“ – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურამ  „სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

„31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს  ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: