მთავარი,სიახლეები

საკურა, გლიცინია და კამელია | გაზაფხული ბათუმში [ფოტო]

26.04.2023 • 2396
საკურა, გლიცინია და კამელია | გაზაფხული ბათუმში [ფოტო]

ბოლო წლებია დათბობასთან ერთად ბათუმში საკურას ყვავილობა იწყება. იაპონური ალუბლის ხეები ქალაქში 2014 წელს დარგეს. განსაკუთრებით ლამაზია საკურას ყვავილობა ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბისპირას.

ბათუმის ცენტრალური პარკი. ფოტო: მარიამ მუთიძე

ბათუმის ცენტრალური პარკი

ბათუმის ცენტრალური პარკი

საკურას ნახვა შეგიძლიათ ასევე ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „რადისონის“ გვერდით.

ბათუმში ყვავის კამელიებიც. შორიდან შეიძლება ვარდს მიამსგავსოთ, მაგრამ ეს ხე უფრო უხეში ფოთლითა და უსუნო ყვავილით გამოირჩევა. კამელიების მრავალფეროვნება შეგიძლიათ იხილოთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც.

ამ დროს განსაკუთრებულ სურნელს აფრქვევს გლიცინიები. ბათუმში რამდენიმე გამორჩეული ადგილია, სადაც გლიცინიები ყვავილობს. ერთ-ერთია კაფე „სანაპირო“ პორტში.

გლიცინიებით დაფარულ ხეს ნახავთ ბათუმის ბულვარშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: