მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ავტომანქანას ხე დაეცა, დაიღუპა ერთი ადამიანი – ძლიერი ქარი აჭარაში

28.03.2023 • 4433
ქობულეთში ავტომანქანას ხე დაეცა, დაიღუპა ერთი ადამიანი – ძლიერი ქარი აჭარაში

დღეს, 28 მარტს, ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ხე დაეცა, რის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს თქმით, გამოძიება დაწყებულია.

ამ დროისთვის ძლიერი ქარის შედეგად სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს, 28 მარტს ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარიდან ათობით შეტყობინებაა შესული ძლიერი ქარის გამო დაზიანების შესახებ.

_______________

ფოტოზე: ხელვაჩაურში ძლიერმა ქარმა ევკალიპტები მოგლიჯა. ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

ამავე თემაზე: 

ძლიერი ქარი ბათუმში – საგანგებო სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: