ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 90-ე ადგილზეა 109 ქვეყანას შორის.
2019 წლიდან საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 2019 წელს საქართველო „ბედნიერი ქვეყნების“ ჩამონათვალში 119-ე ადგილზე იყო.
კვლევა ბედნიერი ქვეყნების შესახებ დღეს, 20 მარტს, გამოქვეყნდა.
საქართველოს შემდეგ, 92-ე ადგილზეა უკრაინა.
ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კი წელსაც ფინეთია. ყველაზე „ბედნიერი ქვეყნების“ ათეული ასე გამოიყურება: 1. ფინეთი; 2. დანია; 3. ისლანდია; 4. ისრაელი; 5. ნიდერლანდები; 6. შვედეთი; 7. ნორვეგია; 8. შვეიცარია; 9. ლუქსემბურგი; 10. ახალი ზელანდია.
„ბედნიერი ქვეყნების“ რეიტინგი დგება ისეთი მონაცემების გათვალისწინებით, როგორიცაა: შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ჯანმრთელობა, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციასთან ბრძოლა ქვეყანაში და ა.შ.
ბედნიერი ქვეყნების შესახებ კვლევა ყოველ წელს, 20 მარტს, ბედნიერების საერთოშიროსი დღეს ქვეყნდება.
_____________
ფოტოზე: ბათუმი, წარწერა კედელზე. ფოტო: მარიამ ქველიაშვილი